Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად იქნა არჩეული

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად უვადოდ აირჩიეს. ის საქმიანობას გააგრძელებს საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტში.

 

ქალბატონი ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში 2022 წლის 10 თებერვლიდან მოწვეული პროფესორის სტატუსით მოღვაწეობს. მას ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მეორე სადოქტორო ხარისხი  2019 წლის 21 მარტს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ლელა ჯანაშვილს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს წარმატებებს აკადემიურ საქმიანობაში!

თარიღი: 12/11/2024